www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 19 სექტემბერი

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზის ტერიტორიის მოწესრიგება კერხერის საშუალებით;
** კერხერის დანადგარის შემოწმება და მომზადება;
** მოპარვის საწინააღმდეგო ჩიპებით პროდუქციის დამუშავება და სავაჭრო დარბაზში გასატანად გამზადება;
** საწყობიდან მიღებული პროდუქციის გადანაწილება სავაჭრო დარბაზში;
** სამაცივრე პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრა, ვადების და სახეობების მიხედვით მაცივარში განთავსება;
** სხვა სამეურნეო საქმიანობებში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "მუშა", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19 სექტემბერი 2019 წელი, 00:00 საათი.

დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |