www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს ცოცხალი ბოსტნეულითა და ხილით მოვაჭრე მსხვილ კომპანიას. კომპანია ფლობს ორ ბრენდს: "პლანტა" და "ქართული მოსავალი", რომლების ქვეშაც ხდება უმაღლესი ხარისხის, შეფუთული ბოსტნეულისა და ხილის რეალიზაცია სავაჭრო ქსელებში. იგეგმება პროდუქციის შეტანა ბათუმში არსებულ ქსელურ მაღაზიებში, რისთვისაც კომპანია ეძებს თავის სავაჭრო წარმომადგენელს. შერჩეული კანდიდატი იქნება კომპანიის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში სავაჭრო ობიექტებთან, ასევე ყველა საჭირო საკითხში.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო დღეები: სამშაბათი - კვირა
სამუშაო საათები: 07:00 - 16:00, შესვენება 1 საათი
აუცილებელი პირობა: კუთვნილი ავტომობილი

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის შესაბამისად მოწოდებული პროდუქციის დახვედრა და სავაჭრო ობიექტებში შეტანის უზრუნველყოფა.
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის საჭირო რაოდენობის მარაგის უზრუნველყოფა და კონტროლი.
** კომპანიის საწყობის მენეჯმენტი.
** სავაჭრო ობიექტებში თითოეული სახეობის პროდუქციაზე სწორი აღწერილობის და ზუსტი ფასმაჩვენებლის განთავსების უზრუნველყოფა.
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის განლაგების კონტროლი.
** წუნდების შემთხვევაში, პროდუქციის თაროდან მოხსნა.
** სავაჭრო ობიექტებში ფასებისა და თაროებზე განლაგების კონტროლი.
** პასუხისმგებელია კომპანიის კუთვნილი მატერიალური ნივთების გაფრთხილებაზე.
** პასუხისმგებელია დაიცვას უსაფრთხოების ნორმები.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პრობლემების გადაჭრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებული
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
** დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური
** ინიციატივის მქონე, შრომისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე
** კარგი საორგანიზაციო უნარ-ჩვევები
** მოქმედი მართვის მოწმობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიზგავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 20 სექტემბრისა შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: info@gah.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების წარმომადგენელი - ბათუმი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |