www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მენეჯერი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"ფინანსური ბიურო" საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. "ფინანსური ბიურო" ახორციელებს ინვესტირებას აქტივების შეძენის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებთან.

"ფინანსური ბიურო" ამ დარგის ლიდერია და საქართველოს 17 რეგიონშია წარმოდგენილი, დღესდღეობით ორგანიზაციაში 300-მდე თანამშრომელია გაერთიანებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი
განაკვეთ: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული კომპიუტერებისა და ქსელური მოწყობილობების გამართულად მუშობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა კონსულტაცია კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარების საკითხებში;
** სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაცია;
** ქსელთან, კომპიუტერულ ტექნიკასთან და ინტერნეტ კავშირთან დაკავშირებული ინციდენტების დროული აღმოფხვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, PowerPoint, Excel, Outlook);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: HR@fbureau.ge და "Subject"-ში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "IT მენეჯერი".

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინანსურმა ბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინანსურ ბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |