www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთარგმნელი
მომწოდებელი: www.mtargmneli.ge
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

მთარგმნელობითი კომპანია www.mtargmneli.ge წარმოადგენს პროფესიონალი მთარგმნელებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებს მთარგმნელობით მომსახურებას საქართველოში მოქმედი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის. ამჟამად კომპანიას ესაჭიროება სხვადასხვა ენის სერტიფიცირებული ან შესაბამისი დიპლომის მქონე მთარგმნელი კონტრაქტის გაფორმებითა და ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.

ძირითადი ფუნქციები:

** შესაბამისი ენის ცოდნის მიხედვით დოკუმენტების თარგმნა და მის მიერ ნათარგმნი ტექსტის კორექტირება;
** საჭიროების შემთხვევაში მის მიერ ნათარგმნი დოკუმენტის აკინძვა, სკანირება, სორტირება და ფაილებში ჩალაგება;
** შესაბამის ნოტარიუსთან თანამშრომლობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** პასუხისმგებლობა, ოპერატიულობა და კომუნიკაბელურობა;
** MS Word-ის კარგად ცოდნა;
** კომპიუტერზე სწრაფად ბეჭდვის უნარი;
** მსგავსი საქმიანობის გამოცდილება;

www.mtargmneli.ge თავის საქმიანობას ახორციელებს დისტანციურად, თანამშრომლებს არ უწევთ ოფისში ყოფნა და მნიშვნელოვანი დროის დაკარგვა, თვის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები საშუალოდ გამოიმუშავებენ 1200 ლარამდე. CV- ის გადმოგზავნის შემთხვევაში დანიშნულების გრაფაში მიუთითეთ შესაბამისი ენის მთარგმნელი (მაგ: ინგლისური ენის მთარგმნელი).

აპლიკაცია გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.mtargmneli@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ-გვერდს http://www.mtargmneli.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |