www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

კომპანია "გრინვეი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 600 (ექვსასი) ლარი (გადასახადების გარეშე) + ბონუსი კვარტლურად

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა;
** ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგების მომზადება;
** მონაცემთა ბაზების მართვა და კონტროლი;
** ორგანიზაციის შიდა პორტალზე მონაცემების გადამოწმება და კონტროლი;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება, აღრიცხვა და სისწორის კონტროლი;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განვიხილავთ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც);
** სასურველია, გაყიდვების მიმართულებით ან დოკუმენტაციასთან მუშაობის მინიმუმ 6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2019 წლის 20 სექტემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი".

"გრინვეი" - არა დისკრიმინაციას!

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |