www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტებისა და საოპერაციო მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: მიმინო თრეველ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

შემომყვანი ტურისტული სააგენტო "მიმინო კავკასიაში" ეძებს კანდიდატს პროდუქტებისა და საოპერაციო მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული რექვესთის ანალიზი და შესაბამისი ტურისტული პაკეტის/პროგრამის შედგენა (ტურ-პაკეტის ვიზუალური და შინაარსობრივი ფორმატინგი შიდა დადგენილი წესების მიხედვით);
** ბაზრების მიხედვით, შესაბამისი ტურისტული პაკეტების/შეთავაზების მომზადება საერთაშორისო გამოფენაზე პოტენციური პარტნიორებისთვის წარსადგენად;
** საჭიროების შემთხვევაში, შედგენილ პროგრამაში ცვლილებების შეტანა, მოთხოვნიდან გამომდინარე;
** მუდმივი ფიქრი ახალი, ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე;
** ახალი ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ადგილზე ვიზიტის განხოციელება დადგენილი წესების მიხედვით;
** ტურის მიხედვით სხვადასხვა განყოფილებებთან, მათ შორის გიდებთან კოორდინაცია და ტურის მსვლელობის სრული პროცესის მონიტორინგი;
** მენეჯმენტის მხრიდან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პრიორიტეტულია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გიდის, ან შემომყვანი ტურ-მენეჯერის პოზიციაზე;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;

უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოტივირებული და სხარტი;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** ინიციატივიანი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
** სასიამოვნო და მყურდო სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;

პირობები:

** თანამდებობრივი სარგო: 1000-1200 ლარი (ხელზე ასაღები);
** დამსაქმებელი უზრუნველყოფს კანდიდატისთვის ტრენინგ კურსების დაფინანსებას, პროფესიული ზრდის მიზნით;
** სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა და ულიმიტო სატელეკომუნიკაციო პაკეტი;

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.

მადლობა "მიმინო კავკასიაში" არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |