www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - მარკეტინგის მართვა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

ტრენინგი "მარკეტინგის რაობა" - პრაქტიკული ტრენინგი, რომელიც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას შეიქმნან რეალური წარმოდგენა მარკეტინგის მართვის პრინციპებზე; მონაწილეები აღმოაჩენენ მარკეტინგის როლის მნიშვნელობას კომპანიის ბიზნეს-პროცესებში, კერძოდ აღმოაჩენენ, რომ მარკეტინგის ფუნქცია არ არის მხოლოდ კომუნიკაცია და არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროცესები რომელშიც მარკეტინგი დიდ როლს თამაშობს.

ეს არის პრაქტიკული კურსი, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ზოგადი თეორიითა და რეალური ბიზნეს-სიტუაციებით შეისწავლიან თემატიკაში მოცემულ საკითხებს.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (CSB) კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივი სერტიფიკატს.

თემატიკა:

** რა არის მარკეტინგი, მისი როლი და მნიშვნელობა კომპანიებისათვის
** სეგმენტაცია/მიზნობრივი ბაზარი/პოზიციონირება
** მარკეტინგული მიქსი
** მარკეტინგული კვლევა
** ახალი პროდუქტის განვითარება
** ბრენდინგი
** მომსახურების მარკეტინგი - GAP ანალიზი
** ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია
** SWOT vs. TOWS ანალიზი
** პიროვნების მარკეტინგი და ბრენდინგი
** კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი მარკეტინგში და Cause მარკეტინგი
** სოციალური მედია

ტრენერი: ელენე ჯღარკავა
სამუშაო ადგილი/პოზიცია: კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლის დეკანი

განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 2 ოქტომბერი
კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა
ტრენინგის პერიოდულობა: კვირაში 2-ჯერ
ტრენინგის დრო: ორშაბათი 19:00-დან 21:00-მდე

საფასური და რეგისტრაცია: ტრენინგის ღირებულება 430 ლარი

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |