www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Junior Front End დეველოპერი
მომწოდებელი: Dolphin Software
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

"დოლფინ სოფტვეა" ქართული software კომპანიაა, რომელიც 2004 წლიდან წარმოადგენს მთავარ პროვაიდერს მიკროსაფინანსო ბაზარზე. ჩვენი გუნდი მზად არის მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისთვის.

ვაცხადებთ ვაკანსიას Junior Front End დეველოპერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ხარისხიანი კოდის წერა, ხარვეზების აღმოჩენისა და პრობლემის ოპტიმალურად
გადაჭრა
** პროდუქტის მართვის ჯგუფთან ერთად ტექნიკური დავალების ადაპტირება.
** ტექნიკურ ჯგუფთან აქტიური კომუნიკაცია ვებისა და სერვერული ნაწილის ურთიერთქმედების ოპტიმიზაციისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ReactJS-ის საფუძვლების ცოდნა
** JavaScript-ის ცოდნა
** ES6-ის სფეციფიკაციები
** JS ბიბლიოთეკების ცოდნა (lodash, jquery, etc.)
** 2-წლიანი გამოცდილება დეველოპმენტში
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება front-end დეველოპმენტში.
** HTML/CSS საფუძვლიანი ცოდნა.
** Responsive ვების პრინციპების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობას მეგობრულ და კვალიფიციურ გუნდთან
** მრავალფეროვან და გამოწვევებით აღსავსე გარემოს
** მუდმივ განვითარებას
** საბონუსე სისტემას
** ანაზღაურება 1200 ლარიდან - გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@loankeeper.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Junior Front End Developer"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |