www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "მეამა" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს უმსხვილესს ყავის საწარმოს საქართველოში. ჩვენ ვაწარმოებთ ყავას კაფსულებში, მოხალულ მარცვალს და თურქულად დაფქულ ყავას პაკეტებში. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.

კომპანიის მიზანია საქართველოში ყავის მოხმარების შესახებ ცოდნის გაზრდა და ყავის მოხმარების არსებული კულტურის შეცვლა მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების გზით.

უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოებით კი, ჩვენ შევძლებთ ყავის მოხმარების კულტურის გაზრდას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში.

ყავის საწარმო აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება.
** ყავის შემადგენლობის დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის.
** აწონოს, დაფქვას და შეფუთოს ყავა.
** ყავის დეგუსტაცია, შეფასება, საუკეთესო ექსტრაქციის და არომატული პროფილის პოვნა.
** ყავის მენიუს უსაფრთხოების პროცედურების დაცვა.
** სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად.
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება.
** უზრუნველყოს დაწესებული სტანდარტის დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბარისტა".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |