www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება გაყიდვების სამსახურში
მომწოდებელი: სოფთლაინ საქართველო
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

შესანიშნავი შესაძლებლობა კარიერის დასაწყებად - გიწვევთ სტაჟირების გასავლელად "სოფთლაინ საქართველო"-ს გუნდის გაყიდვების სამსახურში.

"Softline" არის ლიდერი აიტი გადაწყვეტილებების, სერვისებისა და ლიცენზიების მიმწოდებელი გლობალური კომპანია, რომელიც მოღვაწეობს აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ბაზრებზე. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მომხმარებელს, მიაღწიონ ციფრულ ტრანსფორმაციას და დაიცვან საკუთარი ბიზნესი კიბერ ტექნოლოგიების დახმარებით. კომპანია ყოველწლიურად შედის CNews 100, TAdvisor 100, TOP 200 Forbes, Raex რეიტინგებში და აქვს 4000-ზე მეტი შესრულებული პროექტი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისათვის.

გახდეთ ჩვენი კომპანიის წევრი, გულისხმობს საინტერესო გამოწვევებს, საერთაშორიო ექსპერტთა გუნდთან და წამყვან IT მომწოდებლებთან ერთად, ღირებული გამოცდილების მიღებას.

თუ თქვენ:

** გიყვართ გაყიდვების სფერო;
** ხართ შრომისმოყვარე, მიზანდასახული ადამიანი და მზად ხართ ეფექტური მუშაობისათვის;
** გსურთ მიიღოთ გამოცდილება საერთაშორისო კომპანიაში;

- მაშინ გელოდებით ჩვენს გუნდში!

კომპანია "სოფთლაინ საქართველო"-ში ჩვენ გასწავლით გაყიდვების საფუძვლებსა და მომხმარებელთან ურთიერთობას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო შეხვედრებსა და გარიგებებში.

არ გამოტოვო თქვენი შანსი - ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://softlinegeorgia.ge/job-in-softline/internship და შეავსეთ კითხვარი. თქვენი წარმატება თქვენს ხელშია!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |