www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოჯახის ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: მედიკორი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კლინიკა "მედიკორის" გუნდს გააჩნია 26 წლიანი ზრუნვის ისტორია. მედიკორი წარმოდგენს პროფესიონალთა გუნდს, რომელიც პაციენტის ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილას აყენებს, ჩვენი მიზანია ვიყოთ საიმედო პარტნიორი ჯანმრთელობის სფეროში.

კლინიკა მედიკორს გააჩნია აბიციური გეგმები სამედიცინო ბაზარზე და 2019 წლის ნოემბრიდან გეგმავს ახალი კლინიკის გახსნას, რომელიც ბაზარზე იქნება წარმოდგენილი RAYMANN - ის ბრენდით.

თუ თვლი, რომ ხარ აბიციური, განვითარებაზე ორიენტირებული, მოტივირებული და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანი?! მოდი და შემოუერთდი ჩვენს გუნდს ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტებთან მუშაობის გეგმის, პირველადი გასინჯვების და ასიმპტომური დაავადებების სკრინინგით გათვალისწინებული ვიზიტების გრაფიკის შედგენა.
** სამედიცინო (ფორმა 100, შრომის უუნარობის ფურცელი, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაცია, ჟურნალები) და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება.
** მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში.
** სამედიცინო ჩანაწერების წარმოება (ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ)
** კლინიკის სპეციალისტებთან და პროვაიდერ კლინიკებთან პაციენტის კომუნიკაცია-კოორდინირების უზრუნველყოფა, პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში.
** ელექტროკარდიოგრამის გადაღება და სხვა მარტივი სამედიცინო მანიპულაციების შესრულება (არტერიული წნევის გაზომვა, კანქვეშა და ი/მ ინექციები).
** პროვაიდერი სადაზღვეო კომპანიის პროგრამაში მუშაობა- საგარანტიო წერილების შექმნა, გადაგზავნა საჭიროებისამებრ.
** პაციენტებთან საკონტროლო სატელეფონო ზარების განხორციელება, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების გადაგზავნა პაციენტის ელ. ფოსტაზე.
** ამბულატორიული ბარათის მატერიალური ფორმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება- დახარისხება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ან/ და ამავე სფეროში რეზიდენტი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებულ და არასტრესულ ორგანიზაციულ გარემოს;
** არაფორმალურ და კოლეგიალურ კორპორატიულ კულტურას;
** საინტერესო სამუშაოსა და სამუშაო გრაფიკს;
** ახალ გამოწვევებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: HR@medicore.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: Assistant



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |