www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ვაკე
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია, 1961 წელს დაარსდა და დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge | https://www.facebook.com/vakeproducts

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება ოფისის მენეჯერი ქ. თბილისში.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 35 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი განათლება;
** ფოტოსურათი: აუცილებელია.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგად;
** რუსული - კარგად;
** ინგლისური - კარგად;

ანაზღაურება: ფიქსირებული.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სახელზე შემოსული წერილების მიღება/გაგზავნა, დაარქივება;
** თანამშრომლების მივლინების, შვებულების დოკუმენტურად უზრუნველყოფა;
** სასტუმროების/ავიაბილეთების დაჯავშნა-შეძენა;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** შეხვედრების ორგანიზება, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება, სტუმრებისთვის ყავა/ჩაის მომზადება და შეთავაზება;
** თანამშრომელთა ადმინისტრაციული მხარდაჭერა/მენეჯერებისგან მიღებული დავალებების შესრულება;
** წერილების გაგზავნა/მიღება (ფოსტასთან ურთიერთობა).

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (Word, Excel) მაღალ დონეზე ფლობა
** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |