www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტია მაღალი ხარისხის, ფართო ასორტიმენტის იმპორტი და რეალიზაცია მისაღებ ფასად. ციტადელი სამშენებლო პროდუქციის ისეთი მომწოდებლების პარტნიორია, როგორიცაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები: დანიური კომპანია "Rockwool, " ფრანგული კომპანია "Icopal, " რუსული კომპანია "Sveza, " გერმანული კომპანია "Peri, " დანიური კომპანია "Paroc, " გერმანული კომპანია "Liebherr, " გერმანული კომპანია "kreisel" და სხვა.
"ციტადელი" მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის აქტუალურ და მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. კომპანია აერთიანებს სავაჭრო სივრცეებს, საბითუმო ბაზებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში. კომპანია "ციტადელი" მზარდი განვითარების კომპანიაა და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე. ის გამოირჩევა ახალგაზრდა, პერსპექტიული საკადრო რესურსის განვითარების ხელშეწყობითა და დასაქმებით. სარგებლობს კარგი რეპუტაციით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კომპანია "ციტადელის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობით, კვალიფიციური თანამშრომლებით, თანამშრომლებზე ზრუნვით და განვითარებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator; Adobe Photoshop, Adobe Indesign, სასურველია - After Effect);
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება;
** სარეკლამო, პოლიგრაფიული მასალების დიზაინი, მომზადება;
** სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების მომზადება;
** ვებ-გვერდის გრაფიკული დიზაინის შემუშავება, ვებ-ბანერის დიზაინი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** შემოქმედებითი, კრეატიული ხედვა და სხარტი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოტივირებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირტულ რეჟიმში მუსაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაოს ხანგრძლივობა: სრული სამუშაო განაკვეთი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით და ნამუშევრების პორტფელიო ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გრაფიკული დიზაინერი თბილისში).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 1 ოქტომბერი, 2019 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

კომპანია "ციტადელი" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.citadeli.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |