www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: აგრიმარკეტი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "აგრიმარკეტი" წარმოადგენს ცხოველთა საკვების და ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატებისა და ინვენტარის საცალო გაყიდვებისა და სადისტრიბუციო კომპანიას.

შპს "აგრიმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტზე საქონლის გაყიდვების ორგანიზება და გაყიდვების მართვა
** პროდუქციის მიღება-დასაწყობების კოორდინირება-კონტროლი
** წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
** პროდუქციის გაყიდვის ზრდის ტენდენციაზე მუდმივი ზრუნვა
** პროდუქციის ფასების და აქციების მონიტორინგი
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის აღწერის წარმოება
** სასაქონლო მარაგების მაღაზიაში ეფექტურად წარმოჩენა, დაწყობა-დალაგება
** მუშების სამუშაო პროცესის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, აუცილებელია ვეტერინარიის სპეციალობის განხრით
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

ხელფასი: 600 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით - მისამართზე: agrimarket-georgia@outlook.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |