www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 26 სექტემბერი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დეპარტამენტის შიდა ანგარიშგების განყოფილებაში, რეპორტინგის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ბიზნეს ამოცანა:

** უზრუნველყოს ბანკის შიდა მომხმარებლები დროული და ზუსტი ფინანსური და საოპერაციო ინფორმაციით;
** რეპორტინგის ოპტიმალური სისტემის შექმნა და განვითარება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
** შექმნას ანალიტიკური და ფინანსური რეპორტები პროდუქტების, ფილიალებისა და კლიენტების ჭრილში;
** შექმნას რეპორტის ფორმები MS SQL Reporting გარემოში ინტეგრაციისათვის;
** მოამზადოს Select-ები სხვადასხვა სისტემებში "ჩასაშენებლად", ინტეგრაციისათვის;
** მოამზადოს ამოცანა სხვა განყოფილებებისათვის (დეველოპერებისათვის) თუ ეს საჭიროა რეპორტების სრულყოფისა და Performance-ის გაუმჯობესებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, კომპიუტერული მეცნიერებების, ინფორმატიკის, მათემატიკის ან ფიზიკის განხრით;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საბანკო სექტორში);
** აუცილებელია SQL, PL/SQL ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საბანკო პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია MS SQL Reporting Services-სთან მუშაობის გამოცდილება;
სასურველია BI Reporting სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კვლევის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის მართვა, ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში, deadline-ების პირობებში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მოტივირებული.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |