www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი Java დეველოპერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილს. კომპანიაში 270-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი Java დეველოპერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის შიდა და გარე პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, განვითარება, დანერგვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Java პლატფორმასთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Spring, Spring boot, hiberate, JPA-ს ცოდნა;
** სასურველია: javaFx, AngularJS, Javascript;
** გამოცდილება XML/JSON სტრუქტურებთან მუშაობაში გამოცდილება;
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |