www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მორიგე ინჟინერი
მომწოდებელი: Qarva
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

ინოვაციების კომპანია "Qarva" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.

კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB - Digital Video Broadcasting)-ის წევრი. DVB - ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს.

მოვალეობები:

IT სისტემის და ინფრასტრუქტურის მონიტორინგი:

** სერვერების მონიტორინგი - OS Linux (არსებული მონიტორინგის სისტემის მეშვეობით)
** ოპტიკური და ხვეული წყვილების ქსელის დატვირთვის მონიტორინგი (არსებული მონიტორინგის სისტემის მეშვეობით)

IPTV მაუწყებლობის ხარისხის კონტროლი:

** აღმოჩენილ პრობლემებზე რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების დროულად ინფორმირება
** პრობლემების Service Desk-ში დაფიქსირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Microsoft -ის ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** Unix სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
** Microsoft -ის საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა

უნარ-ჩვევები/მახასიათებლები:

** დისციპლინირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გობრონიძის 12

ბენეფიტები:

** კომფორტული, მეგობრული გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მხარდამჭერი გუნდი
** მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
** კარგი სადაზღვევო პაკეტი
** ყოველდღიური ლანჩი

ანაზღაურება: 500 ლარიდან ზევით, ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@qarva.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |