www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას სარფის ფილიალში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ხელვაჩაურის რაიონის ს. სარფი
** სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას;
** ანაზღაურება: 450 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

ძირითადი მოვალეობები

** მომხმარებელთა მომსახურება და ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისგან ფსონის მიღება და ბილეთის ბეჭდვა;
** მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** სალაროს ოპერაციების მხარდაჭერა;
** ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-ოპერატორი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |