www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერი, ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Rhino Management Group
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "Rhino Management Group" იწყებს ახალ პროექტს საქართველოში და ხსნის ქ. თბილისში ყველაზე დიდ გერმანული ლუდის სახლს "მიუნჰენ". კომპანია "Rhino Management Group"-ის მიზანია გააცნოს ქართველ მომხმარებელს ლუდის სმის გერმანული ტრადიციები, გაასინჯოს გერმანული კერძები და ლუდის ექსკლუზიური სახეობები. "Rhino MG" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

კომპანია "Rhino Management Group"-ი აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის და ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: 6/1 გრაფიკის მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 27 წლიდან
** სტაჟი: მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი.
** კომპიუტერის ცოდნა - საოფისე პროგრამები
** სერვისის ცოდნა
** რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** გაყიდვების ორგანიზების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალის აყვანა და კონტროლი;
** პერსონალის და მათი სამუშაო ცვლების კონტროლი;
** მონაწილეობა მიიღოს გაყიდვების ორგანიზებაში
** ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენება და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა ობიექტზე.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@rhino-mg.ge და მიუთითეთ საფუძველში - ვაკანსია: "Manager" ან "Administrator". ელფოსტა, რომელშიც არ იქნება აღნიშნული ვაკანსია, წაიშლება ავტომატურად, განხილვის გარეშე

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი ბაქრაძის 40 (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, დიდუბე დიღმის დამაკავშირებელ ხიდთან)
ტელ: +995 (579) 520005



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |