www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge | www.AVZI.ge | www.SAXURAVI.ge) აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე თბილისში.

მოვალეობები:

** დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
** აკონტროლოს ფულის მოძრაობა, მიიღოს და გასცეს ფული, დასაბუთებულად, საჭიროებისამებრ და აღნიშნული ასახოს პროგრამულად;
** აღმოაჩინოს ყალბი ბანკნოტები და უზრუნველყოს ხელმძღვანელის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით;
** მოახდინოს ყოველდღიურად (მისი კომპეტენციის ფარგლებში) სალარო - დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება და დადგენილი წესით შენახვა;
** უზრუნველყოს ფულის უსაფრთხოდ შენახვა;
** ყოველდღიურად ჩააბაროს მისგან ნავაჭრი ამონაგები, ნაღდი ფულის სახით (რომელიც რაოდენობრივად თანხვედრილია პროგრამულ ჩანაწერებთან) და წარმოებული დოკუმენტაცია მთავარ მოლარეს;
** უზრუნველყოს მთავარი მოლარის ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება სალაროს გამართულ მუშაობას და ფულის მოძრაობას;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვიანი);
** რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი - სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 სექტემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |