www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი კომერციული ურთიერთობების აწყობა;
** ახალი კლიენტის სავაჭრო ობიექტის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე კომპანიის პროდუქციის შეთავაზება/წარდგინება, ფასების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება;
** ხელშეკრულებისთვის გაფორმების კოორდინაცია;
** არსებული კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება;
** მუშაობის პროცესიდან გამომდინარე გაყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად ახალი იდეების და განვითარების გეგმის შეთავაზება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების აღრიცხვა, მონიტორინგი;
** რეალიზაციის არხების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველი ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სავალდებულოა საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათი: 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |