www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Bokiko Tours
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

ტურისტული კომპანია "Bokiko Tours" არის სწრაფად ზრდადი შემომყვანი ტურ ოპერატორი რომელსაც აქვს წარმომადგენლობა შემდეგ ქვყენებში: საქართველო, ესტონეთი, ხორვატია და ჩინეთი. ჩვენი მიზანია, დავიკავოთ წამყვანი პოზიცია ბაზარზე რაშიც გვეხმარება 10 წლიანი გამოცდილება ტურისტულ ინდუსტრიაში.

აღნიშნული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელია დაგეგმოს და განახორციელოს მარკეტინგული აქტივობები რომელიც ხელს უწყობს კომპანიის ცნობადობის გაზრდას, კომპანიის პროდუქტის და მომსახურების რეკლამირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ციფრული მარკეტინგის კონტენტის და სტრატეგიის შემუშავება სამიზნე აუდიტორიისათვის,
** ბრენდის ცნობადობის გაზრდა,
** ვებ გვერდის და სოციალური ქსელების კონტენტის შექმნა და მართვა,
** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების შექმნა და მართვა, რომელიც თანხვედრაში იქნება კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიასთან,
** ციფრული არხის შექმნა ონლაინ რევიუებისათვის, მისი მონიტორინგი, დროული რეაგირება თითოელ მათგანზე.
** ციფრული არხების, აპლიკაციების და სტრატეგიის მუდმივი კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კრეატიული და შემოქმედებითი (გთხოვთ მოგვაწოდოთ ვებ გვერდისა და სოციალური ქსელების პროფაილები რომელსაც მართავთ)
** გამოცდილება ციფრული მარკეტინგის სფეროში
** სოციალური მედია პლატფორმების მუშაობის პრინციპების ცოდნა (ფეისბუქი, ინსტაგრამი, იუთუბი და სხვა)
** გამართულად წერის და მეტყველების უნარი
** SEO ოპტიმიზაციის ცოდნა,
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** კრეატიული;
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ მეილზე და სატაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: hr-general@greatline.eu. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 32 2 35 17 18



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |