www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კომპანია "გრინვეი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: 40 (ორმოცი) საათი კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** ინსპექტირების პროცედურების სრული დაცვა და შესრულების კონტროლი;
** ინსპექტირების პროცესში გამოსაყენებელი აღჭურვილობისა და მოწყობილობების დაკალიბრება და ტექნიკური მომსახურება;
** სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცედურების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** ტექნიკური მენეჯერი პასუხიმგებელია მიუკერძოებლობის დაცვაზე აკრედიტაციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად;
** კანონმდებლობით განსაზღვრული დადგენილებებისა და პროცედურების დაცვა;
** ხარისხის კონტროლის მენეჯერთან ერთად ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის ხარისხის უზრუნველსაყოფად აუცილებელი გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** დისციპლინის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები, რომელთაგან კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთს მაინც:

** ავტომომსახურებაში მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** ინჟინერიის ან/და ტრანსპორტის მომსახურების სფეროში პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;

დამატებითი მოთხოვნები: აუცილებელია, მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია, C, D, E კატეგორიებიც).

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** დაქვემდებარებული გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2019 წლის 30 სექტემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "ტექნიკური მენეჯერი".

"გრინვეი" - არა დისკრიმინაციას!

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |