www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მრჩეველი
მომწოდებელი: Prospect
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

რატომ უნდა გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი?

თუ გაქვთ სურვილი იმუშაოთ თქვენთვის სასიამოვნო და ჯანსაღ გარემოში, მაშინ მობრძანდით ჩვენთან - უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია "Prospect"

თუ გაქვთ სურვილი გამოიმუშაოთ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე დღეს საშუალოდ ერთი სეილი გამოიმუშავებს უძრავ ქონებაში, მაშინ კვლავ მობრძანდით ჩვენთან - უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია "Prospect"

თუ გაქვთ სურვილი ამ ყველაფერთან ერთად მიიღოთ ცოდნაც და დააგროვოთ მეტი გამოცდილება, მაშინ ისევ ჩვენ უნდა მოგვმართოთ - უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია "Prospect"

თუ გინდათ გქონდეთ მეტი თავისუფლება, შეძლოთ საკუთარი დროის განკარგვა და პირადი ცხოვრება კარგად შეუთავსოთ სამსახურს, მაშინ გელოდებით - უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია "Prospect".

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მთავარია გინდოდეთ განვითარება, განვითარება და კიდევ განვითარება, დანარჩენზე ერთად ვიზრუნებთ და ყველაფერი კარგად იქნება
** უცხო ენები თუ იცით, ისევ თქვენ გამოგადგებათ; თუ არ იცით, დაიწყეთ სწავლა - რა იცით რა დროს დაგჭირდებათ :)

სამუშაო ადგილი და დრო:

** თუ დილით ადრე ადგომა გიჭირთ, არაუშავს, გვიანობამდე იმუშავეთ და ეგ არის
** სამუშაო ოფისი თბილისშია, თუმცა თქვენთან ერთად გვინდა გლობალურად ვიფიქროთ და დავამსხვრიოთ საზღვრები.

რა უნდა გავაკეთოთ თანამშრომლობის დაწყების შემდეგ?

** უნდა დავეხმაროთ უძრავი ქონების შეძენის მსურველებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში
** უნდა ვიზრუნოთ, როგორც უძრავი ქონების შემსყიდველების, ასევე დამკვეთების ბედნიერებაზე
** არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ბედნიერებაზე ზრუნვაც.

გთხოვთ, CV არ გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: kobakhidzeguga@gmail.com - აქ გამოუშვით თქვენი Linkedin-ის პროფილის ლინკი. ასევე, მოკლედ გვითხარით, თუ რატომ გსურთ ჩვენი გუნდის წევრობა და რა არის თქვენი მიზანი.

ჩვენზე ინფორმაციას მოიძიებთ აქ: https://www.facebook.com/prospectsales/

უფრო მეტი დეტალი თუ დაგაინტერესებთ მოგვწერეთ Facebook-ზე ან ელ. ფოსტაზე: kobakhidzeguga@gmail.com

2019 წლის სექტემბრის ბოლომდე დაველოდებით თქვენგან გამოხმაურებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |