www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ეს-კა იმპექსი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

შპს "ეს კა იმპექსი" დაარსდა 1997 წელს, როგორც საბითუმო ბაზა. ამჟამად კომპანია არის 20-ზე მეტი ევროპული მწარმოებლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის მიმწოდებელია ონკოლოგიური პრეპარატებით საკუთარი აფთიაქების საშუალებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში, რათა მოეხდინა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისთვის. ეს არის ფარმაცევტული კომპანია საბითუმო და საცალო მიმართულებით.

შპს "ეს კა იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00 (თვეში 15 დღე).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი სწრაფი მომსახურების გაწევა;
** სადაზღვევო რეცეპტების მომსახურება;
** მედიკამენტების აღწერა;
** პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
** პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი;
** რეცეპტის გაცნობა/შესაბამისი ფარმაცევტული კონსულტირება;
** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფარმაცევტული განათლება ან სამედიცინო განათლება;
** სასურველია ფარმაცევტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
** სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@skimpex.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 292639 ან 592 437504.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |