www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მმართველი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"ცენტრალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის ბიზნეს შედეგების მართვა;
** საკრედიტო პორტფელის რისკების მართვა;
** სალაროს მეურნეობის მართვა და გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა;
** კლიენტთა მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** საკრედიტო კომიტეტში ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მოტივაციაზე ზრუნვა;
** კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** პროცესების და პროცედურების მოთხოვნების დაცვა და კონტროლი.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** საბანკო-საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 5 წელი);
** უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება;
** ორგანიზაციული მართვისა და ცოდნის სათანადო დონე;
** დაგეგმარების (მათ შორის ფინანსური) და დროის მართვის სათანადო უნარი;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად/ოპერატიულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა;
** კონფლიქტების ეფექტურად მართვის უნარი, პუნქტუალობა;
** ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV ) ფოტოსურათით, შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |