www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესაბამისობის ოფიცერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 სექტემბერი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას შესაბამისობის ოფიცერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბანკის შიდა პროცესების, პოლიტიკების, დოკუმენტების და პროდუქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ბანკის სტრუქტურულ ერთეულებთან საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და აქტიური ურთიერთობა ნორმატიულ საკითხებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
** მარეგულირებელი და კანონშემოქმედებითი, საბანკო ასოციაციებისა და სხვა ორგანოების, რომელთა წევრიც არის ბანკი, მიმართვის საფუძველზე კანონპროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
** საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ბანკის შიდა დოკუმენტების პირველადი პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საკანონმდებლო ბაზაში მომხდარი ცვლილებების ყოველდღიური კონტროლი და მათ შესახებ შესაბამისი პირების ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი სამართალში);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში ანალოგიურ ან მსგავს სამუშაოზე;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, ასევე აუცილებლად დაურთოთ სამოტივაციო წერილიც, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |