www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერი, გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი - "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.

"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრ "თბილისის ზღვის პლაზას" ავეჯის მაღაზიებში, მენეჯერის და გაყიდვების კონსულტანტის პოზიციებზე.

1. მენეჯერი

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე ზრუნვა
** გაყიდვების პერსონალის საქმიანობის ზედამხედველობა და პერიოდულად ტრეინინგების ჩატარება პროდუქციის შესახებ ცოდნის ასამაღლებლად
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა
** მაღაზიის ყოველდღიური გაყიდვებისა და პროდუქციის მარაგების მდგომარეობის მართვა
** ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარება
** გაყიდვების წამახალისებელი აქტივობების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მართვის და ორგანიზების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** შედეგზე ორიენტაციის უნარი.

2. გაყიდვების კონსულტანტი

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურების გაწევა
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა
** განსაზღვრული გაყიდვების გეგმების შესრულება
** მომხმარებლების მოზიდვა და მათ შესახებ საინფორმაციო ბაზის მართვა
** მაღაზიების მართვის დეპარტამენტის მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@hualing.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |