www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერი - გზები
მომწოდებელი: ბლექ სი გრუპი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"კომპანია ბლექ სი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სამოქალაქო მშენებლობის ინჟინრის პოზიციაზე, გზების მშენებლობის მიმართულებით.

ჩვენი კომპანია 2005 წელს დაარსდა და დღევანდელი მდგომარეობით ლიდერია საქართველოს ბაზარზე საგზაო-სამშენებლო მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი პროექტების შესწავლა და ანალიზი;
** დამკვეთის მიერ გადმოცემული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ობიექტის მშენებლობის მუშა ნახაზების მომზადება
** შესრულებული სამუშაოების კონტროლი და შესრულებული სამუშაოს მოცულობების დაანგარიშება
** ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის და ექსპლუატაციის სფეროში მოქმედი მეთოდიკურ და ნორმატიულ მასალებზე მუშაობა
** საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების და გაფორმების სახელმძღვანელო დოკუმენტებზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით აუცილებელია
** საოფისე პროგრამების და "ავტოკადის" ცოდნა აუცილებელია
** უცხო ენები: ინგლისური (მინიმუმ C1)
** არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება იდენტურ პოზიციაზე
** ლიცენზია/სერთიფიკატი: სასურველია სპეციალობის მიხედვით.

დამატებითი უნარ-ჩვევები

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მიღებული ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** კვების თანხა
** კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო დრო
** მეგობრული გარემო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: c.vacancy@yahoo.com 2019 წლის 1 ოქტომბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერი, გზების მშენებლობის მიმართულებით", წინააღმდეგ შემთხვევაში CV ვერ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |