www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო MoJo
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

სასტუმრო "MoJo", რომელიც მდებარეობას თბილისში, ქავთარაძის 27-ში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე. სასტუმრო ფუნქციონირებს 2019 წლის მაისიდან.

კატეგორია: ადმინისტრაცია
სამუშაო განრიგი: ყოველ მესამე დღეს (24 საათი)
ადგილების რაოდენობა: 2
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება/განთავსება
** სტუმრებთან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა
** სასტუმროს შიდა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვის წარმოება
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 18-დან 45 წლამდე;
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი
** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე სასურველია
** ქართული, ინგლისური, რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა. სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტია Excel-ის ცოდნა)
** სასტუმრო ბიზნესის და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტუმრის კომფორტზე და სერვისის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დავალებების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება;
** სატელეფონო ზარების პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrmojohotel@gmail.com 2019 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |