www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა აუდიტის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან მანგანეზი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭიათურა, ზესტაფონი
სამუშაო გრაფიკი: 10.00 - 19.00; კვირაში ხუთი სამუშაო დღე

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიაში მიმდინარე პროცესების ფაქტობრივი აღწერა და შესწავლა;
** აღწერილი პროცესების ანალიზი;
** ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა, პროცესების გაუმჯობესების და სათანადო ანგარიშგების დასანერგად;
** სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული ინფორმაციის ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების/რეკომენდაციების მომზადება;
** შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული ურთიერთქმედება;
** წინადადებების წარდგენა ინფორმაციის დროული და ეფექტური გაცვლის სქემების შემუშავებასა და მათ განხორციელებაზე, როგორც დეპარტამენტის შიგნით, ასევე მთლიანად კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან პრობლემური საკითხების განხილვა და კომპლექსური ანალიზის მომზადება;
** ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
** ინტერნეტ საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** გამოცდილება პროცესების აღწერისა და ანალიზის მიმართულებით;
** არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება აუდიტისა და რისკების მართვის სფეროში.

აუცილებელი უნარები:

** ვერბალურად და წერილობით ინფორმაციის კარგი გადმოცემის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარი;
** დროის დაგეგმვისა და განაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი ბიოგრაფიული მონაცემები/რეზიუმე ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gm.ge 2019 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შიდა აუდიტის სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |