www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IT Academy STEP
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"აიტი აკადემია სტეპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თელავში.

"აიტი აკადემია სტეპი" არის საერთაშორისო აკადემია ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალიზაციით. აკადემია არსებობს 1999 წლიდან და ამჟამად მსოფლიოს 18 ქვეყანაში 48-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.itstep.ge

მოთხოვნები:

** ენერგიული, პუნქტუალური
** მოწესრიგებული, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი
** შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** შედეგზე ორიენტირებული
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაწილეობა მიიღოს გაყიდვების გეგმის შემუშავებასა და ახალი ბაზრების ათვისებაში
** ახალი კლიენტების მოძიება დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა
** იზრუნოს გაყიდვების შემდგომ გაუმჯობესებაზე და კლიენტებთან ურთიერთობაზე
** კრეატიული იდეების განხორციელება აკადემიის წინსვლისთვის.

სავალდებულოა:

** რუსული და ინგლისურის (სასაუბრო დონეზე) ცოდნა
** კომპიუტერული უნარები (Word, Excel, PowerPoint)
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა პრიორიტეტული იქნება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@itstep.ge და ასევე, "subject"-ში დააკონკრეტეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება, ან დაგვიკავშირდებით ტელეფონზე: 579 155444.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 სექტემბერი.

გისურვებთ წარმატებებს!
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |