www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეო-გლასს
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "ჯეო-გლასსი" სტაბილური და მზარდი კომპანიაა . კომპანია საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს , მის საქმიანობას წარმოადგენს მინისა და ალუმინის წარმოება, რეალიზაცია, პროექტების დაგეგმვა და შესრულება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ქინძმარაულის ქ. 5/7
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთის კონსულტირება: ჯეო-გლასს-ის პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა.
** მიღებული შეკვეთების დამუშავება პროგრამაში/მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი.
** პოტენციური კლიენტების მოძიება.
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება.
** კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და შესრულება.
** კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, Excel, MS Office, outlook/E-mail)
** პრიორიტეტად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში.
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული, ინგლისური ან სხვა უცხო ენების ცოდნა.
** და რაც მთავარია, გქონდეთ მოტივაცია გაყიდოთ რაც შეიძლება მეტი და შესაბამისად გამოიმუშაოთ მეტი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი.
** პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტური გადანაწილება
** სტრესულ სიტუაციეში მობილიზების უნარი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით) მისამართზე: hr@geoglass.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 7 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |