www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპლოატაციის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 სექტემბერი

"თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ექსპლოატაციის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC3900
ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

ენები:

** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ანალიზის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის ან ტექნიკური მიმართულებით)
** მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ მენეჯერულ პოზიციაზე 2 წელი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, Word, Outlook)

სამუშაოს აღწერა:

ბიზნეს ამოცანა:

თიბისი ბანკის სათაო ოფისებისა და ფილიალების ინფრასტრუქტურის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკის ქსელში არსებული ობიექტების ბიზნეს უწყვეტობის უზრუნველყოფა (ლოგისტიკური სერვისები)
** კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრატეგიული ხედვის შემუშავება და მისი დროული/ეფექტური იმპლემენტაცია
** ბანკის კონტრაქტორი მომსახურე კომპანიებთან ურთიერთობა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების გაკონტროლება.
** ინოვაციური პროექტების შემუშავება ფილიალებში, სერვის ცენტრებსა და სათაო ოფისებში ტექნიკური ხასიათის საკითხების გაუმჯობესების მიზნით;
** ახალი ფილიალების გახსნა/დახურვაში პროცედურის/დავალებების მიხედვით მონაწილეობის მიღება
** ჯგუფის მიზნების, მოთხოვნებისა და დავალებების დროული შესრულება. შესრულების სიზუსტის, ხარისხისა და ვადების სისტემატიური კონტროლი;
** ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაო ოფისების შენობების, როგორც შიდა, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, მათ შორის, გარე ფასადის ვიზუალურ მდგომარეობაზე ზრუნვა
** ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაო ოფისების ინტერიერისა და ექსტერიერის სისუფთავის კონტროლი;
** კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სატენდერო წინადადების დამუშავება და ანალიზი
** ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული გენ. ხელშეკრულებების მართვა (დაკვეთის ვადების კონტროლი, ხელშეკრულებების ვადების, მოცულობების და სხვა პარამეტრების კონტროლი);
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქციების სწორად გადანაწილება და მათი რესურსის ეფექტურად გამოყენება
** ჯგუფის საქმიანობის პროცედურულ-ინსტრუქციული ბაზაზე დაფუძნება და მისი შესრულების კონტროლი;
** სამუშაო პროცესში საოპერაციო რისკების მინიმიზაციის უზრუნველყოფა
** ბანკის თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისათვის საჭირო სამუშაო პირობებისა და ხელსაყრელი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნის ხელშეწყობა;

დამატებითი ინფორმაცია:

განაცხადების გადარჩევის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/3900



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |