www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Miniso
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

იაპონური კომპანია "მინისო ჯორჯია" მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში, 3500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. მის მაღაზიებში წარმოდგენილია 8500-მდე სხვადასხვა სახეობის: ელექტრო აქსესუარი, კოსმეტიკა, პარფიუმერია, ბიჟუტერია, ჩანთები, სასაჩუქრე ნივთები, სათამაშოები, თეთრეული, სახლის აქსესუარები და საყოფაცხოვრებო ნივთი.

საქართველოს ბაზარზე "მინისო ჯორჯია" 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 13 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

იაპონური კომპანია "მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციის მიღებაში ჩართულობა;
** თაროებზე პროდუქციის განლაგება/მოწესრიგება;
** მაღაზიის აღწერებში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** ინგლისური ან რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა.

თუ თქვენ დაინტერესებული ბრძანდებით იმუშაოთ მოქნილი სამუშაო ცვლებით, გქონდეთ კარიერული ზრდის საშუალება და თქვენი სამუშაო გარემო იყოს სასიამოვნო, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: career@miniso.ge 2019 წლის 01 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |