www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: რესტორანი მაგნოლია
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

რესტორანი "მაგნოლია" წყალტუბოში აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი და მონიტორინგი;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი;
** ხელფასის გაანგარიშება/დარიცხვა/გადარიცხვა;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება;
** ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;
** სხვადასხვა სახის ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
** პერიოდული ფინანსური უწყისების და ანგარიშების მომზადება;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით ჩაითვლება უპირატესობად
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე მისამართზე: hr.tskaltubo@gmail.com. "Subject" -ში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია.

ასევე რეზიუმე შესაძლებელია მოგვაწოდოთ მისამართზე: წყალტუბო. ფალიაშვილის 1, "სანატორიუმი წყალტუბო".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |