www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: York Towers
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

შპს "იორკ თაუერსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის წარმოება და მონიტორინგი კომპანიის ფინანსური პოლიტიკის შესაბამისად, IFRS სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით
ბუღალტრული ტრანზაქციების წარმოება
** ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება
** ვალდებულებების და მოთხოვნების მართვა
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
** ძირითადი საშუალებების და მარაგ/მასალების ინვენტარიზაციის ჩატარება
** სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა Oris-ში მუშაობის გამოცდილება.
** MS Office-ს კარგი ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე yorktowersnatalia@gmail.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |