www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პურ-ფუნთუშეულის წარმოების ტექნოლოგი
მომწოდებელი: სახელოსნოები
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

შპს "სახელოსნოები" აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე, ევროპული პურისა და საკონდიტრო ნაწარმის ქარხნისთვის, რომელიც იხსნება იანვარ-თებერვალში.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2.

მოთხოვნები:

** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** განათლება: უმაღლესი, სასურველია კვების ტექნოლოგიების კუთხით.

დამატებითი ინფორმაცია: კონკურსში გამარჯვებული 2 კანდიდატი ნოემბერში გაემგზავრება მადრიდში, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, 3 კვირის ვადით.

ანაზღაურება: კანდიდატთან შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, აუცილებლად ფოტოსურათით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: kavtaradze.kate@gmail.com 2019 წლის 25 სექტემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუსთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |