www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ასისტენტი
მომწოდებელი: სქაიშოპ
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კომპანია "სქაიშოპ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ასისტენტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.
განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** საქმიანობის ყოველდღიურ რეპორტინგში მონაწილეობის მიღება;
** შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის დროულად მიღების და დამუშავების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების კუთხით;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველი 1C-ის მუშაობა.

პიროვნული თვისებები:

** პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით, ელ-ფოსტაზე: skyshopgeorgiahr@gmail.com 2019 წლის 30 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ფინანსური ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |