www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: The Stream
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

საქართველოში მოქმედი მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო საწარმო აცხადებს ვაკანსიას უფროსი სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე. პოზიცია გულისხმობს, კომპანიის ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას, მცირე IT ჯგუფის ხელმძღვანელობას, ამ მიმართულებით პროცესების მართვას და გადაწყვეტილებების მიღებას.

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი, 5 დღიანი სამუშაო კვირა
პოზიციის ტიპი - კვალიფიცირებული სპეციალისტი / ხელმძღვანელი პოზიცია
ანაზღაურება - 2000-დან 4000-მდე შუალედში (ყოველწლიური გადახედვით)
სოციალური პაკეტი - დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება, საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება

ტექნიკური ცოდნის და გამოცდილების მოთხოვნები:

** Microsoft-ის სერვერული ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა (მიმდინარე და წინარე ვერსიების)
** ვირტუალიზაციის პლატფორმების კარგი ცოდნა (Hyper-V & VMware)
** კომპლექსური სასერვერო სისტემების ინსტალაციის, განახლების და მომსახურების პრაქტიკული გამოცდილება
** პროცესების ავტომატიზაციის და სკრიპტების შექმნის გამოცდილება (shell, PowerShell, WMI და სხვა)
** წამყვანი მომწოდებლების სასერვერო ტექნიკასთან (მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** Cisco-ს კომუტატორებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** Firewall-ებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია Check Point)
** Microsoft Windows Server-ის სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (ისეთებთან როგორიცაა Active Directory, DNS/DHCP, TS და ა.შ.)
** სარეზერვო კოპირების (Backup) და მონიტორინგის სისტემების ექსპლუატაციის გამოცდილება (SCOM, VEEAM)
** Office 365 პაკეტთან მუშაობის გამოცდილება (Exchange online, Lync, SharePoint)
** სასურველია ღრუბლოვან გარემოში მუშაობის გამოცდილება (Azure/AWS)
** Microsoft-ის სხვადასხვა სერვისების კარგი ცოდნა, ისეთების როგორიცაა - Exchange, SCCM, SQL, TS, Lync, Certificate Services.

სხვა მოთხოვნები:

** ლიდერული და მმართველობითი უნარები, სასურველია შესაბამისი გამოცდილება (გუნდის ლიდერის ან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის)
** ანგარიშგების და დოკუმენტირების უნარი და გამოცდილება
** სერვისზე ორიენტირებულობა, კოლეგიალურობა
** სწრაფად ათვისების და სწავლის უნარი
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით ტექნიკური ინგლისურის)

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 20 სექტემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM" (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

კომპანია "STREAM" იცავს კანდიდატების და მათი მონაცემების კონფიდენციალურობას, ნებისმიერი მონაცემი, მათ შორის ინფორმაცია ვაკანსიის კონკურსში მონაწილეობაზე გაიცემა მხოლოდ კანდიდატის თანხმობით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |