www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსი - ამერიკის ისტორიის გადამწყვეტი მოვლენები
მომწოდებელი: დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს კურსს სტუდენტებისა და დაინტერესებულ პირთათვის.

კურსის სახელწოდება: "ამერიკის ისტორიის გადამწყვეტი მოვლენები".

კურსის მიზანია, გააცნოს მსმენელებს აშშ-ის ხანმოკლე, მაგრამ უაღრესად მრავალფეროვანი და უმნიშვნელოვანესი მოვლენებით აღსავსე ისტორიის საკვანძო მომენტები, რომელთაც არა მარტო თავად შეერთებული შტატების, არამედ მთელი მსოფლიოს ბედ-იღბალი შეცვალეს. კურსის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდება ამერიკული დემოკრატიის საფუძვლებზე, ამერიკელთა განსაკუთრებულ მიდგომებზე და მსოფლმხედველობაზე ამერიკული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში, გამახვილდება ყურადღება ამერიკის ისტორიის გამოჩენილ მოღვაწეებზე, რომელთაც უდიდესი როლი ითამაშეს ამერიკის და მსოფლიოს ისტორიაში. მსმენელთა ინტერესებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, მის გრანდიოზულ წარმატებებსა და ზოგჯერ არანაკლები მასშტაბების შეცდომებსაც.

კურსს გაუძღვება ბატონი ვასილ კაჭარავა, პროფესორი, ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს ამერიკის შესწავლის ასოციაციის პრეზიდენტი.

კურსდამთავრებულები მიიღებენ დიპლომატიური ინსტიტუტის სერტიფიკატს.
კურსის ღირებულებაა 280 ლარი.
ინსტიტუტი იტოვებს უფლებას ტრენინგის განმავლობაში მოახდინოს კურსის ცვლილება ან დამატება საჭიროებისა და მონაწილეთა მხრიდან ინტერესის შემთხვევაში. ტრენინგები გაიმართება ინსტიტუტის ბაზაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში.
ლექციები ჩატარდება 3 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, კვირაში 2 დღე, 18:30 - 20:30 საათებში.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: training@mfa.gov.ge

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 სექტემბერი.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ/Tel.: (+995 32) 2945000 (2398); ელ. ფოსტა/ Email: training@mfa.gov.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |