www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Lion Trans
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია "Lion Trans" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე

მოვალეობები:

** მარკეტინგული პროცესის სრული ციკლის მართვა დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება;
** კომპანიის კომერციული გეგმებიდან გამომდინარე მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/ უკვე შემუშავებული სტრატეგიის დაკორექტირება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით; მიზნობრივი ბაზრის სრული, პერიოდული ანალიზი;
** მარკეტინგული ატივობებისთვის სხვადასხვა არხების გამოყენება;
** დეპარტამენტის ბიუჯეტის შემუშავება და მასზე მუდმივი კონტროლი;
** ახალი პროდუქტების/იდეების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;
** კორპორატიული ბრენდის მართვა;
** სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, კომპანიის ცნობადობის ასამაღლებლად, ახალი მომხმარებლების მოსაზიდად;
** კომპანიის სოციალური ქსელების მართვაზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
** პრესასთან და მასმედიასთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სოციალური მედია პლატფორმების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული, დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-19:00);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@lion-trans.com. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება. შერჩეული კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |