www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ("ოლეინა", "ლინდტი", "კიმბერლი კლარკი") დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას თბილისში დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** მაღალ ფიქსირებულ ხელფასს
** ​გადატვირთვებთან მიბმული ანაზღაურებას

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წელი გამოცდილება .
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** 25-45 წლამდე
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
** მანქანით ან ქონებით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება .
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
** გაამყაროს კონსტრუქტიული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.qeburia@mziuri.com.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |