www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მშენებლობის ზედამხედველი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

დასაქმების კომპანია "ეიჩარ პარტნერსი", კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის დაკვეთით, აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ზედამხედველის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 3500-4500 ლარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აუცილებელია: საინჟინრო-სამშენებლო მიმართულებით.
** კონსტრუქციული პროექტის ზედამხედველობის გამოცდილება.
** კონსტრუქციული და არქიტექტურული ნახაზის კითხვის და მათში შესწორებების შეტანის, მითითებების მიცემის გამოცდილება
** მშენებლობის ზედამხედველად, ინჟინრად, ან სამშენებლო პროექტის მენეჯერად (სამოქალაქო/სამრეწველო მშენებლობა) მუშაობის გამოცდილება.
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ზედამხედველობის და კონსტროლის გამოცდილება
** AutoCAD/ArchiCAD პროგრამების ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამებსი ცოდნა.

ფუნქცია მოვალეობები:

** მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა, გეგმა-გრაფიკთან და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი
** პროექტის კონსტრუქტორთან და არქიტექტორთან მოლაპარაკების წარმოება, პროექტირების პროცესში მონაწილეობა
** კონსტრუქციული ნახაზის კორექტირება და რევიზია
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა, გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესწორების შეტანა.
** სამშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის, სპეცტექნიკის მოძიებ -შერჩევა
** სამშენებლო ობიექტებზე, სამუშაოთა მწარმოებლების, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებული სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი
** მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების გადამოწმება, ვიზირება და წარდგენა ფინანსურ სამსახურთან
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა
** პროექტების რისკების მართვა ტექნიკური თვალსაზრისით
** სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა
** საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავება, მოცულობების ამოკრება და დეფექტური აქტის შედგენა
** შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა(სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის და კალენდარული გეგმა-გრაფიკის შედგენა)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV hrpartners.vacancy@gmail.com მისამართზე და საგნობრივ ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მშენებლობის ზედამხედველი "

კომპანია იტოვებს უფლებას შეინახოს მიღებული CV კომპანიის ბაზაში და განიხილოს სხვა ვაკანსიებზე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |