www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაზღვევის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე, ბათუმში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ბათუმი, მემედ აბაშიძის 1
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრენინგებს სადაზღვევო საქმიანობის და გაყიდვების მიმართულებით
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** საინტერესო და აზარტულ სამუშაოს

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება საცალო გაყიდვების მიმართულებით და დაზღვევის პროდუქტების შეთავაზება
** პოტენციური და არსებული კლიენტების აღრიცხვა
** კლიენტებთან შეხვედრა, კონსულტაციის გაწევა და მომსახურება
** კლიენტებთან მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სადაზღვევო ან/და საბანკო სფეროში
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** მიზანდასახულობა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "დაზღვევის უმცროსი მენეჯერი ბათუმში".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |