www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

შპს "სქაიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მზარდი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონი კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალ ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას, რისთვისაც კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლონოგიებს და გადაწყვეტილებებს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობაბი:

** ტვირთის მიღება;
** ტვირთის გაცემა და მისი აღრიცხვა;
** საწყობში არსებული მარაგის კონტროლი;
** რეგიონებისთვის განკუთვნილიი ტვირთის გაგზავნის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში ოფისში ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონულ მისამართზე: hr@skytel.ge 4 ოქტომბრამდე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შეთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |