www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სქაიშოპ
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

კომპანია "სკაიშოპ" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** შემომავალი და გამავალი ზარები;
** მომხმარებლისათვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
** ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სასურველია ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა, გაწონასწორებულობა;
** კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: skyshopgeorgiahr@gmail.com და წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |