www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბებოს ფერმა
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

შპს "ბებოს ფერმა" ეძებს ქართულ, შროისმოყვარე ოჯახს სოციალური პროექტის განსახორციელებლად. გვჭირდება ოჯახი, რომელიც იცხოვრებს ფერმის ტერიტორიაზე.

ადგილმდებარეობა: წალენჯიხა, სოფელი ობუჯი, სამეგრელო.

ფერმაში განთავსებულია ახალაშენებული, კეთილმოწყობილი სამსართულიანი სახლი. ასევე ჩლიქონასი პირუტყვი და შინაური ფრინველები.

ფერმა წარმოადგენს საკალმახე მეურნეობას. ტერიტორია მოიცავს 4 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. დასაქმებული ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევითა და 500 ლარიანი ხელფასით. სარგებლობაში გადაეცემათ სახლი, კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილი (ფორდი), ჩლიქოსანი პირუტყვი, შინაური ფრინველები და მიწა, სამეურნეო საქმიანობის საწარმოებლად. მაღაზია და სკოლა 15 წუთის სავალზე. 20 წუთი ქ. ზუგდიდის ცენტრამდე.

ძირითადი მოთხოვნები:

** შრომისუნარიანი დაოჯახებული წყვილი, სასურველია შვილების გარეშე, მისაღებია ზრდასრული ან აბიტურიენტი შვილებით.
** შრომისმოყვარეობა და სოფლის მეურნეობაში გამოცდილება.
** აუცილებელია ჰქონდეს მართვის მოწმობა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 551 26 66 11 ბაჩანა ან 551 26 66 77
ელ. ფოსტა: info@bebo.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |