www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსი - დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი
მომწოდებელი: დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 სექტემბერი

სსიპ "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს მიღებას კურსზე "დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი".

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს ექნებათ ნათელი წარმოდგენა დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის წარმოშობის ისტორიის, მიზნების, ამოცანების და გამოყენების სფეროს შესახებ. მსმენელებს დამოუკიდელად შეეძლებათ ორმხრივი და მრავალმხრივი ვიზიტის დაგეგმვა პროტოკოლისა და ეტიკეტის ნორმების შესაბამისად, შეეძლებათ ვიზიტში შემავალი კომპონენტების, როგორც პროექტების მართვა. მსმენელებს ექნებათ ძირითადი ინფორმაცია ყოველდღიური ურთიერთობების ეტიკეტის, დრესკოდისა და კვების ეტიკეტის შესახებ.

კურსს გაუძღვება ბატონი გიორგი ვაშაკიძე, ექსპერტი დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის საკითხებში.

კურსდამთავრებულები მიიღებენ დიპლომატიური ინსტიტუტის სერტიფიკატს.

კურსის ღირებულებაა 250 ლარი.
კურსის ხანგრძლივობაა 24 სთ.
ლექციები ჩატარდება 7 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, კვირაში 3 დრე, 19:00 - 21:00 საათებში.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: training @mfa.gov.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 სექტემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |