www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაში პედაგოგებისთვის
მომწოდებელი: მედიის განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

ტრენინგი მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაში პედაგოგებისთვის

"მედიის განვითარების ფონდი" (MDF) იწვევს თბილისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს, სკოლებში მედია და ინფორმაციული წიგნიერების კურსის დანერგვის ორდღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის მონაწილე პედაგოგები შემდეგ საკითხებში მომზადდებიან:

** მედია და მედია შინაარსის კრიტიკული ანალიზის კომპეტენციები;
** პროპაგანდის მეთოდები და ინფორმაციის ვერიფიკაცია;
** სიძულვილის ენა;
** პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
** კიბერუსაფრთოხება;
** კიბერბულინგი.

ტრენინგის დასრულების შემდეგ პედაგოგებს გადაეცემათ "მედიის განვითარების ფონდის" (MDF), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს სერთიფიკატები.

ტრენინგებში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ ონლან აპლიკაცია.

ტრენინგი უფასოა. ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდებათ სახელმძღვანელო და სხვა სასწავლო რესურსები.

ტრენინგის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა თითოეული ჯგუფისთვის 20 ადამიანია. ფონდი ეტაპობრივად დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს. ჯგუფების დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი.

შეავსეთ აპლიკაცია: https://bit.ly/2GgFho1

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2 112026.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |